
ცოდნის აკადემია UNIKO გთავაზობთ ბუღალტერულ კურსებს საერთაშორის სტანდარტებით.
კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა:
- აიმაღლოთ ბუღალტერული ცოდნის დონე;
- განვითარდეთ, როგორც პროფესიონალი;
- იპოვოთ სასურველი საქმიანობა;
- გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა;
- დაეუფლოთ საბუღალტრო საქმიანობას;
- გამოიყენოთ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში.
საბუღალტრო კურსი გაძლევთ საშუალებას შეისწავლოთ ფინანსურ ანგარიშებში შემავალი უწყისები:
- ბალანსი;
- მოგება-ზარალი;
- ფულადი ნაკადების მოძრაობა;
- საკუთარი კაპიტალის მოძრაობა;
- გაუნაწილებელი მოგების მოძრაობა;
- უწყისებში შემავალი ელემენტების ანალიზი და მათი აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
UNIKO-ს საბუღალტრო ტრენინგის თემატიკაა:
- ბუღალტერული აღრიცხვის საგანი;
- ანგარიშგება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
- ფინანსური ანგარიშების სხვა კომპონენტები და ელემენტები;
- ბუღალტერული აღრიცხვის საფუძვლები;
- საცდელი ბალანსის მომზადება და ანგარიშთა გეგმის მიმოხილვა;
- ბალანსის მომზადების წინაპირობები - მაკორექტირებელი გატარებები;
- ფულადი სახსრების და დებიტორული დავალიანებების აღრიცხა და ანალიზი;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
- მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
- ვალდებულებების აღრიცხვა;
- ინვესტიციების გადაფასება;
- ფულის ღირებულებითი თეორიის საფუძვლები;
- ფინანსური და ოპერაციული იჯარის აღრიცხვა;
- აღრიცხვა სააქციო საზოგადოებებში;
- აღრიცხვა სამრეწველო საწარმოებში;
- ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი.
- საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები: ORIS, INFO ან SUPERFIN.
აკადემიის წარმატებას ხელს უწყობს:
- მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
- მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
- აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
- ინტერაქტიული გაკვეთილები;
- მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
- ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.
მსმენელები პრაქტიკას გაივლიან აუდიტორიულ-ბუღალტერულ ფირმაში. მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით რეგისტრაციის საფუძველზე. ჩვენი განრიგი მორგებული იქნება თქვენი სწავლისა და სამუშაოს გრაფიკზე.
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი, რაც ხელს შეგიწყობთ მიზნის მიღწევაში. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია.