×

PR და მარკეტინგი

ტრენინგ კურსი: PR და მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა და მართვა

ტრენინგ კურსი კომუნიკაციების სტრატეგიულ მენეჯმენტში გათვლილია მათთვის, ვისაც მეტი პრაქტიკული ცოდნის მიღება, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შექმნა და წარმატებით განხორციელება სურს.

პროფესიული ტრენინგის თემატიკა: 
1. PR-ის მარკეტინგის პრინციპები - (პიარის და მარკეტინგის როლი ბიზნესში, მედია ინსტრუმენტები)
2. PR ერთი სამუშაო დღე - (კორპორაციული ქცევა, დროის მენეჯემნტი)
3. ონლაინ მარკეტინგი ( ბრენდის იმიჯის ფორმირება ინტერნეტში), ვებგვერდის სტრატეგიული დაგეგმარება 
4. PR კამპანიის სტრატეგია - (მედია კლიპინგი, დაგეგმვა და ტაქტიკური განხორციელება, ბიუჯეტირება)
5. ანტიკრიზისული მენეჯმენტი - (სიტუაციების მართვის ფსიქოლოგია, CSR მენეჯმენტი).
6. ინტერნეტ რეკლამა ( სარეკლამო ინსტრუმენტები და მათი სპეციფიკა)
7. მედიასთან ურთიერთობა - (დარწმუნების ხელოვნება, პროფესიული წერა, რელიზების აღქმა, გავცელების ტექნიკა, კამერასთან ურთიერთობა)
8. იმიჯის ფორმირება - (საიმიჯო პარამეტრები, პრენდის პლატფორმა, ცენტრალური მესიჯების მართვა)
9. ვებანალიზი, საძიებო სისტემის მარკეტინგი
10. ღონისძიებების მენეჯმენტი - (აქცია, პრომოუშენი)
11. სოციალური მედია მარკეტინგი
12. მარკეტინგული აუდიტი - (რეკლამის ფსიქოლოგია, გაყიდვების სპეციფიკა, კვლევა)

სწავლება მაგალითებით

ტრენინგი ძირითადად პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზეა ორიენტირებული და მოიცავს კონკრეტულ PR და მარკეტინგულ დავალებებს.

შეძენილი პრაქტიკული ცოდნით კურსდამთავრებულები შეძლებენ თავად მიიღონ მონაწილეობა PR კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში, მოაწყონ ღონისძიებები და შეძლონ მედიასთან ურთიერთობა და სიტუაციების შეფასება. მარკეტინგული კომუნიკაციების მართვა, ინტერნეტ მარკეტინგული ინსტრუმენტებს ინტეგრაციას სარეკლამო კამპანიებთან.

ტრენინგი დასრულდება კონკრეტული PR პროექტით და მსმენელებს გადაეცემათ ცოდნის აკადემია UNIKO-ს საერთაშორისო სერტიფიკატები.


ადამიანური რესურსების მართვა

HR - ადამიანური რესურსების მართვა
ცოდნის აკადემია UNIKO გთავაზობთ ადამიანური რესურსების მართვის შემსწავლელ კურსებს, რაც მოგცემთ შესაძლებლობას:

  • აიმაღლოთ ცოდნის დონე;
  • გაიზარდოთ, როგორც პროფესიონალი;
  • იპოვოთ სასურველი საქმიანობა;
  • გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

ადამიანური რესურსების მართვის კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი აღწერა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და საკადრო პოლიტიკა;
  • კადრების მართვა;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემები;
  • შრომის კანონმდებლობა, დაცვა და კონტროლი;
  • შრომის დისციპლინა, შინაგანაწესი და ეთიკის ნორმები;
  • თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევა;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება და ტრენინგის საჭიროების კვლევა-ანალიზი;
  • კადრების განვითარება;
  • შეფასების სისტემები;
  • თანამშრომელთა მოტივაცია.

აკადემიის წარმატებას ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, აქცენტი ხარისხიან განათლებაზე, ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა. ჩვენი სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია მსმენელთა მოთხოვნაზე. ინტერაქტიული გაკვეთილები საშუალებას გაძლევთ მიიღოთ პასუხი ყველა კითხვაზე. სწავლის მაღალი ხარისხი და ხელსაყრელი ფასი მისაღებია ყველა მსურველისთვის.

ადამიანური რესურსების მართვის კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილებისგან. კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი, რაც ხელს შეგიწყობთ მიზნის მიღწევაში. მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით რეგისტრაციის საფუძველზე.


საბანკო საქმე

საბანკო საქმე

ცოდნის აკადემია UNIKO გთავაზობთ საბანკო კურსებს. 

ტრენინგი გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვისვისაც სურს:

  • მიიღოს სიღრმისეული ცოდნა და შეისწავლოს საბანკო საქმე;
  • შეისწავლოს ლოანკიპერის პროგრამა;
  • გაიაროს როგორც ფასიანი, ასევე უფასო პრაქტიკები;
  • აიმაღლოს კვალიფიკაცია საბანკო-საფინანსო სფეროში;
  • გაზარდოს დასაქმების შანსი საბანკო და საკრედიტო დაწესებულებაში;
  • განვითარდეს, როგორც პროფესიონალი;
  • იპოვოს სასურველი საქმიანობა;
  • გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა.

საბანკო საქმიანობის კურსის პროგრამა შედგება:

  • ლექცები;
  • დისკუსია;
  • ტესტირება;
  • სლაიდები;
  • პრეზენტაციები.

საბანკო კურსის წარმატებას ხელს უწყობს:

  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
  • მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
  • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
  • ინტერაქტიული გაკვეთილები;
  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი (დღის და საღამოს ჯგუფები);
  • ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.

UNIKO-ს მიერ შემოთავაზებული საბანკო საქმის კურსი გათვლილია სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის, ეკონომიკური და ბიზნეს განათლების მქონე პირთათვის. წარმატებულ მსმენელებს ექნებათ დასაქმების რეალური შესაძლებლობა კურსს გაუძღვებიან ბანკის წამყვანი სპეციალისტები.

საბანკო საქმის სწავლების ბოლოს გაიცემა ტრენინგის ორენოვან სერთიფიკატი, სტაჟირების სერთიფიკატი მიკრო საფინანსო ორგანიზაციიდან და სარეკომენდაციო წერილი.

რეგისტრაცია