The Best bookmaker bet365 Bonus

Дървен материал от www.emsien3.com

გერმანული ენა

ცოდნის აკადემია UNIKO გთავაზობთ გერმანული ენის კურსებს.

თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა:

  • გაიღრმავოთ ცოდნის დონე;
  • განვითარდეთ, როგორც პროფესიონალი;
  • განაგრძოთ უცხოეთში სწავლა;
  • ისაუბროთ გერმანულად;
  • იპოვოთ სასურველი საქმიანობა;
  • გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

გერმანული ენის სწავლება შედგება სამი დონისგან: დაწყებით, საშუალო და პროფესიული დონეები.

I . დაწყებითი, Grundstufe A1, A2. დონე გათვლილია დამწყებთათვის. კურსის გავლით უმოკლეს ვადაში შეიძენთ ზეპირი და წერითი მეტყველების საბაზისო უნარებს, გაიუმდიდრებთ ლექსიკას და მოახერხებთ საუბარს ყოველდღიურ თემებზე.

II . საშუალო, Mittelstufe B1, B2. ეს დონე ენის სწავლების ძირითადი საფეხურია. კურსის გავლით გაიმდიდრებთ ლექსიკას, დაეუფლებით გრამატიკის დიდ ნაწილს, თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისაუბრებთ ნებისმიერ თემაზე. საშუალო დონე მოიცავს სხვადასხვა სირთულის ლიტერატურისა და სტატიების წაკითხვას, მის აღქმას.

III . პროფესიული Oberstufe C1, C2. სწავლების ამ საფეხურზე ხდება სამეტყველო ენის დახვეწა, რთული სამედიცინო ტერმინოლოგიის შესწავლა და დიალოგების/ტექსტების თარგმნა.პროფესიული დონის გავლით შეძლებთ ისაუბროთ სწრაფად, პროფესიუნალურად და გაიგოთ რთული მოცულობის ტექსტები.

ამ დონეზე ენის ფლობა გაძლევთ შესაძლებლობას ჩააბაროთ გამოცდები, როგორიცაა:

  • KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom);
  • GDS (Großes Deutsches Sprachdiplom);
  • DSH (Deutsch für den Sprachlichen Hochschulzugang);
  • ZOP (Zentrale Oberstufenprüfung).

UNIKO ასევე გთავაზობთ KDS, GDS, ZOP სადიპლომო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებს.

აკადემიის წარმატებას ხელს უწყობს:

  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
  • მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
  • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
  • ინტერაქტიული გაკვეთილები;
  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
  • ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.

გერმანული ენის კურსები გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის. მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით რეგისტრაციის საფუძველზე. ჩვენი განრიგი მორგებული იქნება თქვენი სწავლისა და სამუშაოს გრაფიკზე. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი, რაც ხელს შეგიწყობთ მიზნის მიღწევაში.

ერთი თვის სასწავლო გადასახადი:

  • კვირაში 3-ჯერ: ჯგუფში 3-6 მოსწავლე 100 ლარი; წყვილში - 120ლარი (დონეების მიხედვით);
  • კვირაში 2-ჯერ: ჯგუფში - 80 ლარი; წყვილში - 100 ლარი (დონეების მიხედვით)
  • კვირაში 3-ჯერ: ჯგუფში - 140 ლარი (KDS, GDS, ZOP სადიპლომო კურსი).

დაგვიკავშირდით:
მის: თბილისი: რუსთაველის 26, ტელ: (+995 32) 2 98 29 11; მობ: (+995 599) 13 17 91; (+995 558) 10 13 36; (+995 574) 02 11 00.

Online bookmaker Romenia bet365