The Best bookmaker bet365 Bonus

Дървен материал от www.emsien3.com

არაბული ენა

ცოდნის აკადემია UNIKO გთავაზობთ არაბული ენის კურსებს. პროფესიონალი პედაგოგები კომფორტულ გარემოში იზრუნებენ თქვენს მაღალ კვალიფიკაციაზე.

კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა:

  • გაიღრმავოთ ცოდნის ცონე;
  • განვითარდეთ, როგორც პროფესიონალი;
  • გააგრძელოთ სწავლა უცხოეთში;
  • იპოვოთ სასურველი საქმიანობა;
  • გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

არაბული ენის შესწავლა შედგება 4 ეტაპისგან:

I. საწყის ეტაპზე მსმენელი შეისწავლის კითხვასა და წერას, დააგროვებს ელემენტალური სიტყვების მარაგს და შეძლებს არაბულ ენაზე საუბარს. გაეცნობა კლასიკური და თანამედროვე სალიტერატურო ენის ფონეტიკას, მორგოლოგიას და სინტაქსს.

II. მსმენელი ღრმად შეისწავლის და გაანალიზებს მორფოლოგიისა და სინტაქსის საკვანძო საკითხებს, გაიმდიდრებს სიტყვების მარაგს, გაიწაფება ტექსტების კითხვასა და თარგმნაში, თავისუფლად დაამყარებს კომუნიკაციას.

III. კურსის ეს ეტაპი მსმენელს ეხმარება გამოიმუშაოს ლექსიკონზე მუშაობის უნარ-ჩვევები, რათა მოახერხოს ტექსტის დამოუკიდებლად გარჩევა. ტექსტები შეირჩევა დონის მიხედვით. ყურადღება დაეთმობა საჭირო სიტყვების მარაგის შევსებას და მის პრაქტიკაში გამოყენებას.

IV. ამ ეტაპზე მსმენელი დაეუფლება გრამატიკისა და სტილისტიკის საკვანძო საკითხებს, გაიუმჯობესებს კითხვის, წერის, თარგმნისა და თხრობის უნარ-ჩვევებს. კურსის ბოლოს მსმენელი შეძლებს საუბრის თავისუფლად წარმართვას ნებისმიერ თემაზე და კომუნიკაციის სრულფასოვნად დამყარებას.

აკადემიის წარმატებას ხელს უწყობს:

  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
  • მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
  • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
  • ინტერაქტიული გაკვეთილები;
  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
  • ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.

არაბული ენის შემსწავლელი კურსები გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის. მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით რეგისტრაციის საფუძველზე. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი, რაც ხელს შეგიწყობთ მიზნის მიღწევაში.

კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (8გაკვეთილი);
კურსის ღირებულება: 130 ლარი;
გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 1სთ 50წთ.

დაგვიკავშირდით:
მის: თბილისი: რუსთაველის 26, ტელ: (+995 32) 2 98 29 11; მობ: (+995 599) 13 17 91; (+995 558) 10 13 36; (+995 574) 02 11 00.

Online bookmaker Romenia bet365