The Best bookmaker bet365 Bonus

Дървен материал от www.emsien3.com

ფარმაცია

ფარმაცევტთა გადამზადება

UNIKO გთავაზობთ ფარმაცევტთა გადამზადებას. საუკეთესო კურსდამთავრებულს ცენტრი დაეხმარება დასაქმებაში.

კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა:

  • გაიაროთ უფასო სტაჟირება აფთიაქში;
  • იპოვოთ სასურველი საქმიანობა;
  • გაიღრმავოთ ცოდნის დონე;
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია;
  • განვითარდეთ, როგორც პროფესიონალი;
  • გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა;

ფარმაცევტთა გადამზადების კურსი მოიცავს ორ საფეხურს:

1. სალექციო კურსი
- მსმენელები გაეცნობიან აფთიაქის სტრუქტურას და ფარმაკოლოგიას კლინიკური ფარმაციით. ლექციებს წაიკითხავენ სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორები. კურსის ხანგრძლივობა არის 2 თვე (24 ლექცია).

2. პრაქტიკული კურსი
- მსმენელები გაივლიან სტაჟირებას აფთიაქებში. ადგილზე გაეცნობიან წამლებს და შეისწავლიან სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამას. სტაჟირება ასევე გულისხმობს ოპერატორისა და მენეჯერის სააფთიაქო პროგრამების შესწავლას. კურსის ხანგრძლივობა არის 1 თვე სრული დატვირთვით, დილის 11სთ-დან საღამოს 5სთ-მდე.

ფარმაცევტთა კურსის მსმენელები პრაქტიკას გაივლიან:

  • PSP-ში;
  • 36/6-ში;
  • ნარინჯისფერ აფთიაქში;
  • წითელი A-ს აფთიაქში.

UNIKO აკადემიის წარმატებას ხელს უწყობს:

  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
  • მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
  • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
  • ინტერაქტიული გაკვეთილები;
  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
  • ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.

პრაქტიკის გავლა შესაძლებელია როგორც თბილისში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), ასევე თბილისს გარეთ: რუსთავში, გორში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და ზუგდიდში.
კურსდამთვრებულები გაივლიან ტესტირებას. ამის შედეგად აიღებენ ორენოვან სერთიფიკატს, პრაქტიკის ცნობას და სარეკომენდაციო წერილს დასაქმებისთვის.

კურსის სრული ხანგრძლივობა - 3 თვე, 24 ლექცია
გრაფიკი - კვირაში 3-ჯერ.
კურსის ღირებულება - 300 ლარი.

დაგვიკავშირდით:
მის: თბილისი: რუსთაველის 26, ტელ: (+995 32) 2 98 29 11; მობ: (+995 599) 13 17 91; (+995 558) 10 13 36; (+995 574) 02 11 00.

Online bookmaker Romenia bet365