The Best bookmaker bet365 Bonus

Дървен материал от www.emsien3.com

საოფისე პროგრამები

UNIKO-ს მიერ შემოთავაზებული საოფისე პროგრამების შესწავლის კურსი მიზნად ისახავს მსმენელს თეორიულად შეასწავლოს პირველადი მოხმარების ხელსაწყოები და მის საფუძველზე შეასრულებინოს პრაქტიკული სამუშაოები.

საოფისე პროგრამების კურსი გათვლილია ნებისმიერი დონისა და ასაკის მსმენელისთვის. კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა:

  • აიმაღლოთ ცოდნის დონე;
  • გაიზარდოთ, როგორც პროფესიონალი;
  • იპოვოს სასურველი საქმიანობა;
  • დაეუფლოთ საოფისე პროგრამებს სრულყოფილად;
  • გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

ტრენინგის პროგრამა შედგება:

  •  Windows 7;
  • Ms. Word;
  • Ms, Excel;
  • Ms. PowerPoint;
  • Internet Explorer;
  • Skype;
  • E-mail.

საოფისე პროგრამების კურსის დროს მსმენელი შეისწავლის:

  • საოფისე დოკუმენტების გაფორმება-შემუშავებას;
  • ნებისმიერი სირთულის საბუთის შექმნას: რეზიუმე (CV), ბლანკები; წერილები; ბრძანებები, ოქმები;
  • ცხრილების და გრაფიკების შექმნას;
  • მონაცემების დამუშავებას;
  • სამუშაო გრაფიკის შექმნას;
  • სამუშაოს ორგანიზებას;

Word 2010 პროგრამის შემსწავლელ სალექციო კურსში შედის:

  • სიმბოლოებისა და აბზაცების ფორმატირება;
  • ილუსტრაციების გამოყენება;
  • სტილის შექმნა;
  • დანომრილი სიების შექმნა;
  • დოკუმენტებში ნავიგაციისა და ცვლილებების შეტანა;
  • ცხრილების შექმნა და ფორმატირება;
  • გვერდის პარამეტრების მართვა;
  • ფორმულების გამოყენება;
  • დიაგრამების და გრაფიკების ჩასმა;
  • კავშირების, ბმულებისა და ბიბლიოგრაფიების შექმნა და გამოყენება;
  • მართლწერის შემოწმების მართვა და სხვა.

Excel 2010 -ის სალექციო კურსები მოიცავს:

  • მონაცემთა შეყვანისა და რედაქტორების ეფექტურ საშუალებებს;
  • ცხრილების, გრაფიკების, დიაგრამების აგებას და რედაქტირებას;
  • ლოგიკური და ჯამური ფუნქციების შესწავლას;
  • მონაცემთა ბაზის გაფილტვრას და სორტირებას;
  • ბეჭდვის პარამეტრების, დოკუმენტების დაცვას.

PowerPoint 2010 პროგრამის შესწავლისას მსმენელი გაეცნობა:

  • პროგრამის გრაფიკულ შესაძლებლობებს;
  • პრეზენტაციის შექმნას სტანდარტული შაბლონებით;
  • ჩრდილებით სარგებლობას;
  • პრეზენტაციების შექმნას “ნულიდან“;
  • ელ. პრეზენტაციების აგებას;
  • დემონსტრირების შესაძლებლობებს;
  • მართვადი ინტერაქტიული სლაიდ-შოუების აგებას.

 

აკადემიის წარმატებას ხელს უწყობს:

  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
  • მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
  • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
  • ინტერაქტიული გაკვეთილები;
  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
  • ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.

პროფესიონალი პედაგოგები კომფორტულ გარემოში იზრუნებენ თქვენს მაღალ კვალიფიკაციაზე. სწავლა ინდივიდუალურია, ლექციები ჩატარდება ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს. თითოეულ მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი პერსონალური კომპიუტერით.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი, რაც ხელს შეგიწყობთ მიზნის მიღწევაში.
მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით რეგისტრაციის საფუძველზე. ჩვენი განრიგი მორგებული იქნება თქვენი სწავლისა და სამუშაოს გრაფიკზე.

მეცადინეობების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სასწავლი მასალის შინაარსზე (დაახ. 1-2 აკადემიური საათი).
კურსის ღირებულება: 100 ლარი; ფასდაკლებით - 50 ლარი.

დაგვიკავშირდით:
მის: თბილისი: რუსთაველის 26, ტელ: (+995 32) 2 98 29 11; მობ: (+995 599) 13 17 91; (+995 558) 10 13 36; (+995 574) 02 11 00.

Online bookmaker Romenia bet365