The Best bookmaker bet365 Bonus

Дървен материал от www.emsien3.com

IT ინჟინერია

უნივერსალური ცოდნის ცენტრი UNIKO გიწვევთ კომპიუტერული ინჟინერიის (IT) შემსწავლელ პრაქტიკულ კურსებზე. პროფესიონალი პედაგოგები კომფორტულ გარემოში იზრუნებენ თქვენს მაღალ კვალიფიკაციაზე.

კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა:

  • სრულყოფილად დაეუფლოთ IT ინჟინერიას;
  • აიმაღლოთ ცოდნის დონე;
  • განვითარდეთ, როგორც პროფესიონალი;
  • გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა;
  • იპოვოთ სასურველი საქმიანობა.

კომპიუტერული ინჟინერიის კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • კომპიუტერული სისტემის აღწერა;
  • შიგა კომპონენტების დასახელებები, მახასიათებლები და დანიშნულება;
  • პერსონალური კომპიუტერის აწყობა, ნაწილების შეცვლა-განახლება;
  • ოპერატიული სისტემების MS Windows 7, MS Windows XP, ინსტალაცია და მათი გამართვა, ოპერატიული სისტემის განახლება, მეორე ოპერაციული სისტემის დაყენება;
  • დრაივერების ინსტალაცია და განახლება;
  • მყარი დისკის სარეზერვო კოპირები;
  • ოპერაციული სისტემის გაუმართაობის მიზეზების მოძიება და აღმოფხვრა;
  • სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია და წაშლა, განახლება და გამართვა;
  • სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირება და მუშაობის თავისებურებები;
  • ელ. ფოსტის პროგრამების დაყენება, გამოყენება და გამართვა;
  • დაკარგული ფაილების აღდგენა;
  • აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების წესები;
  • აპარატურული და პროგრამული პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა და მისი კვალიფიციური აღმოფხვრა;
  • ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები;
  • ქსელური ტიპოლოგიები და მისი არქიტექტურა, ქსელის ინსტალაცია;
  • ქსელური მოწყობილობების დახასიათება და მათი მუშაობის პრინციპების აღწერა;
  • TCP/IP მოდელები და დამისამართება;
  • მცირე საოფისე ქსელების მოწყობა;
  • უსაფრთხოების საფუძვლები.

UNIKO აკადემიის წარმატებას ხელს უწყობს:

  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
  • მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
  • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
  • ინტერაქტიული გაკვეთილები;
  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
  • ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.

კურსს უძღვება ერთ-ერთი საუკეთესო IT სპეციალისტი, პრაქტიკოსი ტრენერი.
IT ინჟინერიის სწავლების ბოლოს ჩატარდება საბოლოო ტესტირება, რის შედეგადაც გაიცემა ევროპული ცენტრის სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. ეს დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია.

მთლიანი კურსის ხანგრძლივობა: 5 კვირა;
საათების რაოდენობა: 16 აკადემიური საათი;
გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ, 2 აკადემიური საათი;
კურსის ღირებულება: 400 ლარი.

დაგვიკავშირდით:
მის: თბილისი: რუსთაველის 26, ტელ: (+995 32) 2 98 29 11; მობ: (+995 599) 13 17 91; (+995 558) 10 13 36; (+995 574) 02 11 00.

Online bookmaker Romenia bet365